saqarTvelos mdinareebi - CelTi

ტერიტორიული ერთეულები ყვარელის მუნიციპალიტეტი
სათავე კახეთის კავკასიონი
სიგრძე 28 კმ
აუზის ფართობი 144 კმ²

 

მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, ყვარელის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზნის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2595 მ. სიგრძე 28 კმ, აუზის ფართობი 144 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გაზაფხულზე ახასიათებს წყალდიდობა, შემოდგომაზე – წყალმოვარდნები, ზაფხულში – ხანმოკლე და ზამთარში – მდგრადი წყალმცირობა.

საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 3,74 მ³/წმ.